მერაბ დვალიშვილი, ანატოლი მალიხინი
Aa
Aa

„იყავი კაცი და დანარჩენიც გადმორიცხე“ | დვალიშვილმა მალიხინს მიმართა

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ანატოლი მალიხინს მიმართა. გასულ უქმეებზე, მალიხინი, რომელსაც „მანქანასთან“ 50 000 აშშ დოლარი აქვს წაგებული, One Champioship-ის სამი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდა და დვალიშვილმა მას სანაძლეო გაახსენა.

„ვაუ... ანატოლი მალიხინი სამი წონითი დივიზიონის ჩემპიონია, მაგრამ ნამდვილი კაცი ვალს იხდის! 2021 წელს, ჩემთან 50 000-იანი სანაძლეო დადე და მხოლოდ 11 000 გადმომირიცხე. იყავი კაცი, ფეხზე დადექი და დადე ფული იქ, სადაც შენი გრძელი ენაა. საკმარისი დრო მოგეცი და საკმარისად გდიე, ახლავე გადმომირიცხე 39 000 დოლარი“, - დაწერა დვალიშვილმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

ცნობისთვის, მერაბმა და მალიხინმა სანაძლეო პიოტრ იანისა და ალჯამეინ სტერლინგის ჩხუბზე დადეს და „ალჯოს“ გამარჯვების წყალობით, „მანქანამ“ 50 000 მოიგო, რომელიც ვერა და ვერ მიიღო. მალიხინმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ დვალიშვილს ფული სრულად გადაურიცხა, მაგრამ როგორც ჩანს, ეს სიმართლე არაა.

რუსი მებრძოლი თავს სხვადასხვა მიზეზით იმართლებდა და ფულის გადარიცხვას აჭიანურებდა. მისი თქმით, დვალიშვილმა საბანკო რეკვიზიტები არ გაუგზავნა და „მანქანა“ წაგებულ თანხას სწორედ ამიტომ ვერ იღებდა, მაგრამ ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მგონია, რომ ფეხბურთი ეშმაკმა გამოიგონა, კვარაცხელიას გოლი არ უნდა გასულიყო“ - ალეგრი მატჩის შემდეგ
„მგონია, რომ ფეხბურთი ეშმაკმა გამოიგონა, კვარაცხელიას გოლი არ უნდა გასულიყო“ - ალეგრი მატჩის შემდეგ