კადეტ ძიუდოისტთა ნაკრები
Aa
Aa

19 მედალი და გუნდური პირველი ადგილი - კადეტ ძიუდოისტთა წარმატება ევროპის თასზე

საქართველოს კატედ ძიუდოისტთა ნაკრებმა თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართულ ევროპის თასზე 19 მედალი მოიპოვა.

ქართველმა ძიუროისტებმა 3 ოქროს, 4 ვერცხლისა და 12 ბრინჯაოს მედალი აიღეს და ვაჟთა შორის გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.

ტურნირის გამარჯვებულები ლადო დულარიძე (-73კგ), მალხაზ შატაკიშვილი (-90კგ) და ნოდარ კობალაძე (+90კგ) გახდნენ. ვერცხლის მედლები გოგა ბუსურაშვილმა (-55კგ), ვასილ გამეზარდაშვილმა (-66კგ), გიორგი გელაშვილმა (-90კგ) და ბარბარე გელაშვილმა მოიპოვეს, ბრინჯაოს მედლებს კი ლუკა ქალიაშვილი (-55კგ), ლუკა დათაშვილი (-60კგ), გიორგი მუმლაძე (-73კგ), გიორგი დვალი (-73კგ), ცოტნე ძაგანაშვილი (-81კგ), საბა სონღულაშვილი (-81კგ), საბა ჯიქია (-90კგ), გიორგი ქარჩაიძე (+90კგ), იოანე აბალაკი (+90კგ), მარიამ ნათელაური (-63კგ), ქეთი რობაქიძე (-70კგ) და ნონა კვარაცხელია (+70კგ) დაეუფლნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები