ხვიჩა კვარაცხელია, ნიკოლო შირა
Aa
Aa

ხელფასი მნიშვნელოვნად გაეზრდება - ხვიჩა ნაპოლისთან მოლაპარაკებას აწარმოებს

ნიკოლო შირას ინფორმაციით, „ნაპოლი’’ და ხვიჩა კვარაცხელია ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებენ. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში კონტრაქტი 2029 წლამდე გაფორმდება და ქართველი ფეხბურთელის ხელფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ნიკოლო შირა ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში წერდა, რომ ხვიჩას ხელფასი 1,2 მილიონი ევროდან 4 მილიონამდე გაიზრდებოდა, თუმცა ამჯერად ხელფასთან დაკავშირებით კონკრეტულ თანხას არ ასახელებს, მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ ფეხბურთელის შემოსავალი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან'' მოქმედი კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.

23 წლის ქართველმა გარემარბმა სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 24 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი შეაგდო და 4 საგოლე პასი შეასრულა. ჩემპიონთა ლიგაზე 7 მატჩი ჩაატარა, ჯგუფურ ეტაპზე ბერლინის „უნიონთან'' გასვლით შეხვედრაში თავი ბრწყინვალე საგოლე პასით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები