ივნისის ამხანაგური მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. 5 ივნისს, ჩვენი გუნდი თბილისში, დინამო არენაზე ფარერის კუნძულების ნაკრებს უმასპინძლებს. 8 ივნისს, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრები კაბო-ვერდეს დაუპირისპირდება. ორივე მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.
თბილისში, საქართველო - ფარერის კუნძულების მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა თამაშამდე ერთი თვით ადრე, 5 მაისს, ხოლო ქუთაისში დაგეგმილი საქართველო - კაბო-ვერდეს შეხვედრის ბილეთების რეალიზაცია 8 მაისს დაიწყება. ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდება და რეალიზაციას სფფ-ის ახალი პარტნიორი, biletebi.ge უზრუნველყოფს.
5 ივნისის მატჩზე (საქართველო - ფარერის კუნძულები) ხელმისაწვდომი იქნება ოთხი კატეგორიის ბილეთი და მათი ფასი 20, 30, 50 და 70 ლარია, ხოლო 8 ივნისის თამაშზე (საქართველო - კაბო-ვერდე) სამი კატეგორიის ბილეთები გაიყიდება - 20, 30 და 50 ლარი. თითოეულ თამაშზე ერთ მომხმარებელს მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეუძლია. ორივე მატჩის ბილეთების გაყიდვა 12:00 საათზე დაიწყება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბილეთების შეძენის დროს აუცილებელია პირადი მონაცემების მითითება.
წყარო: nakrebi.ge