ილია თოფურია
Aa
Aa

ქართული ცეკვები, საოცარი დახვედრა | ილია თოფურია ალიკანტეში ჩავიდა

UFC-ის ქართველი მებრძოლი და ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ახალი ჩემპიონი, ილია თოფურია ალიკანტეში ჩავიდა. ალიკანტე არის ქალაქი, სადაც „ელ მატადორი“ ვარჯიშობს და ცხოვრობს და ადგილობრივმა მოსახლეობამ მას საოცარი დახვედრა მოუწყო.

ილია ქალაქის მერიის შენობაში მივიდა და მას წითელი ხალიჩითა და ქართული ცეკვებით შეეგებნენ. შენობაში შესვლამდე, თოფურია გულშემატკივრებს შეხვდა, მათთან ფოტოები გადაიღო და ავტოგრაფები დაარიგა, რის შემდეგაც ქალაქის მერს, ლუის ბარკალასა და მის თანაშემწეებს შეხვდა.

„ელ მატადორის“ დასახვედრად, მერიის შენობასთან დაახლოებით 8 000 ადამიანი შეიკრიბა. ილია მათ აივნიდან მიესალმა და UFC-ის საჩემპიონო ქამარი წარუდგინა, რასაც ოვაციები მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ ილიამ ვოლკანოვსკი მეორე რაუნდში დაანოკაუტა და ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ახალი ჩემპიონი გახდა. „ვოლკის“ დაფინიშების შემდეგ, თოფურია Pound for Pound რეიტინგში (რეიტინგი წონის გაუთვალისწინებლად) შევიდა. „ელ მატადორი“ მე-5 ადგილზეა და მხოლოდ ალექს პერეირას, ჯონ ჯონსს, ლეონ ედვარდსსა და ისლამ მახაჩევს ჩამორჩება. ილია ისეთ მებრძოლებს უსწრებს, როგორებიც ჩარლზ ოლივეირა, ალეშანდრე პანტოჟა, დემეტრიუს ჯონსონი და სხვები არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხაბიბი: „ოქტაგონზე არ დავბრუნდები, ილიას მომდევნო მეტოქე ჰოლოუეი უნდა ყოფილიყო“
ხაბიბი: „ოქტაგონზე არ დავბრუნდები, ილიას მომდევნო მეტოქე ჰოლოუეი უნდა ყოფილიყო“