ილია თოფურია, ბრაიან ორტეგა, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„ბედნიერი ვიქნები, თუ ესპანეთში წავალ“ - თოფურია VS ორტეგა რეალურია?!

UFC-ის ქვემსუბუქი წონის მებრძოლმა, ბრაიან ორტეგამ იაირ როდრიგესთან გამარჯვების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ილია თოფურიასთან სატიტულო ბრძოლისთვის მზადაა, თუმცა, ეს დიდწილად ყოფილი ჩემპიონის, ალექსანდრ ვოლკანოვსკის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.

რას ამბობს ორტეგა:

ვოლკი დიდი ჩემპიონი იყო. ვფიქრობ, ადამიანების მხრიდან მისი ახლავე ჩამოშორება უპატივცემულობა იქნება იმ ყველაფრის მიმართ, რაც მან ამ დივიზიონში გააკეთა. თუ ვოლკანოვსკი გადაწყვეტს, რომ ბრძოლა არ სურს და დაისვენოს, მაშინ მე ბედნიერი ვიქნები ესპანეთში წასვლით.

შეგახსენებთ, რომ ბრაიან ორტეგას წარსულში ორჯერ ჰქონდა საჩემპიონო ქამრის მოპოვების შანსი, თუმცა, ჯერ მაქს ჰოლოუეისთან, შემდეგ კი ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან დამარცხდა. რამდენიმეწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ ამერიკელი მებრძოლი ოქტაგონს დღეს დაუბრუნდა და მექსიკელი იაირ როდრიგესი საბმიშენით დაამარცხა.

რაც შეეხება ილია თოფურიასთან შესაძლო სატიტულო ბრძოლას, „ელ მატადორმა“ ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ კონორ მაკგრეგორი გამოიწვია, თუმცა, ამ ბრძოლის ჩატარების შანსი მიზერულია, რადგან ირლანდიელ მებრძოლს პასუხი ამ დრომდე არ დაუბრუნებია. ამის გარდა, მატჩრევანშის გამართვის სურვილი ალექსანდრ ვოლკანოვსკიმაც გამოთქვა და დიდი შანსია, რომ UFC-იმ სწორედ ამ მიმართულებით იმუშაოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უდიდესი პატივია“ | თოფურია ესპანეთის სპორტისა და კულტურის მინისტრმა მიიღო
„უდიდესი პატივია“ | თოფურია ესპანეთის სპორტისა და კულტურის მინისტრმა მიიღო