ილია თოფურია
Aa
Aa

„უდიდესი პატივია“ | თოფურია ესპანეთის სპორტისა და კულტურის მინისტრმა მიიღო

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ახალი ჩემპიონი, ილია თოფურია ესპანეთში იმყოფება და დღეს, სპორტის ეროვნულ საკონსულოს ესტუმრა. „ელ მატადორს“ ესპანეთის სპორტისა და კულტურის მინისტრი, ხოსე მანუელ როდრიგეს ურიბესი და სხვა სახეობების წარმომადგენელი სპორტსმენები შეხვდნენ.

„მადლიერი ვარ იმის გამო, რომ ხოსე მანუელ როდრიგეს ურიბესმა პირადად მიმიღო. ძალიან ბედნიერი ვარ და მინდა, აქ მყოფ სპორტმენებს ვუთხრა, რომ თქვენ მსოფლიოში საუკეთესო სავარჯიშო დარბაზები გაქვთ და ეს უპირატესობა უნდა გამოიყენოთ. საკუთარი თავის გჯეროდეთ და რწმენა არასდროს დაკარგოთ“, - განაცხადა თოფურიამ.

„ელ მატადორი“ ესპანურ პუბლიკას UFC-ის საჩემპიონო ქამარს კვირას წარუდგენს. თოფურიას „სანტიაგო ბერნაბეუზე“, „რეალისა“ და „სევილიას“ მატჩამდე ვიხილავთ და ილია შეხვედრას სიმბოლურად გახსნის. აღნიშნული მატჩი ჩვენი დროით 23:55 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ „ვოლკის“ დანოკაუტების შემდეგ, თოფურია ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდა და Pound for Pound რეიტინგში (რეიტინგი წონის გაუთვალისწინებლად) შევიდა. „ელ მატადორი“ მე-5 ადგილზეა და მხოლოდ ალექს პერეირას, ჯონ ჯონსს, ლეონ ედვარდსსა და ისლამ მახაჩევს ჩამორჩება. ილია ისეთ მებრძოლებს უსწრებს, როგორებიც ჩარლზ ოლივეირა, ალეშანდრე პანტოჟა, დემეტრიუს ჯონსონი და სხვები არიან.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„საპატიო მექსიკელია, ჩვენი ძმაა“ | UFC-ის ექს-ჩემპიონი მერაბზე
„საპატიო მექსიკელია, ჩვენი ძმაა“ | UFC-ის ექს-ჩემპიონი მერაბზე