„მანჩესტერ სიტი“ მზადაა დე ბრუინის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გადაიხადოს
Aa
Aa

„მანჩესტერ სიტი“ მზადაა დე ბრუინის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გადაიხადოს

Daily Express“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელობა მზადაა, „ვოლფსბურგის“ შემტევი ნახევარმცველის, კევინ დე ბრუინის სანაცვლოდ, გერმანელებს 35 მილიონი გირვანქა სტერლინგი(50 მილიონი ევრო) გადაუხადონ.

როგორც აღნიშნული წყარო იუწყება, მანჩესტერელთა მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ, ბელგიელი ფეხბურთელის ტრანსფერი პირადად მოითხოვა. დე ბრუინისთვის ბრძოლაში „სიტის“ წინააღმდეგობას „პარი სენ ჟერმენი“ და მიუნხენის „ბაიერნი“ გაუწევენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები