ფრანჩესკო კალცონა
Aa
Aa

კალცონა: კვარას დღეს ერთი რამ დააკლდა... რატომ შევცვალე?

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში „ნაპოლიმ“ „ბარსელონას“ უმასპინძლა და ფრედ 1:1 ითამაშა.

მატჩის შემდეგ, ნეაპოლელთა ახლადდანიშნულმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ პრესასთან ისაუბრა.

„სამუშაო ბევრი გვაქვს, თუმცა გუნდს კომპლიმენტი ვუთხარი, რადგან მათ ბრძოლის სურვილი დაგვანახეს, მათ ეს ხელახლა აღმოაჩინეს. მეორე ტაიმის დასასრული შესანიშნავი იყო, მაგრამ წინსვლა კიდევ გვჭირდება. გუნდში მყავს ფეხბურთელები, რომლებიც ჯერჯერობით კარგ ფორმაში არ არიან, და როდესაც უკეთ არიან, დაცვაში მათი მხრიდან მეტი ყურადღება მჭირდება.

ბოლო წუთებზე თამაშის მოგება შეგვეძლო და ეს მნიშვნელოვანი ნიშანია. ჩემი ფეხბურთელების თამაში ძალიან მომეწონა.

გუნდმა თავი არ დაზოგა და ძლიერ მეტოქესთან წაგება არ უნდოდა. გასაგებია, რომ ტაქტიკურად პრობლემები იყო და მოედანზე არეულობა შეინიშნებოდა, მაგრამ სასწაულები ორ დღეში ვერ მოხდება.

პირველი ნახევარი საათი ძალიან გაგვიჭირდა, მეტოქემ ბევრი პრობლემა შეგვიქმნა, მაგრამ მთავარი ასეთ დროს რეაგირებაა. ეს ფუნდამენტური უნარია.

კვარა? შეიძლება მისი დღევანდელი თამაში სპექტაკლი და ფანტასტიკური არ იყო, მაგრამ ეს ნორმალურია, როცა მოთამაშეს ცუდი საღამო აქვს. კვარა მუშაობას გააგრძელებს. მას დღეს კაცის მოტყუება დააკლდა, მაგრამ ტაქტიკურად ცუდად არ უთამაშია. მისი მუშაობით საკმაოდ კმაყოფილი ვარ.

ლინდსტრომით რატომ შევცვალე? მე სახელებზე არ ვფიქრობ, მოედანზე იმ ფეხბურთელებს ვტოვებ, რომლებიც კარგად გამოიყურებიან. განაცხადში ბევრი კარგი შემტევი მყავს. კვარაცხელია ტოპ ფეხბურთელია და ის გუნდს აუცილებლად გაუწევს დახმარებას, ისევე როგორც გასულ სეზონში".

გუნდებს შორის განმეორებითი მატჩი 3 მარტს ბარსელონაში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Sofascore - ცნობილია ნაპოლის ფეხბურთელების შეფასება
Sofascore - ცნობილია ნაპოლის ფეხბურთელების შეფასება