ილია თოფურია, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„ვოლკთან მაგრად იჩხუბა, მჯერა დავანოკაუტებ“ | შონ ომალი ილიაზე

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის მოქმედი ჩემპიონი, შონ ომალი ცნობილი ჟურნალისტის, არიელ ჰელვანის გადაცემის, The MMA Hour-ის სტუმარი იყო. „შუგამ“ ილია თოფურიას გამარჯვებაზე ისაუბრა, რომელიც მან ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან მოიპოვა და „ელ მატადორთან“ ჩხუბის სურვილი კიდევ ერთხელ გამოთქვა.

„ილიამ ლამაზი გამოსვლა აჩვენა და მისი ჩხუბი ძალიან მომეწონა. თოფურია პირველად მაშინ ვნახე, როცა რაიან ჰოლთან ბრძოლისთვის ემზადებოდა. როგორც მახსოვს, ჩემი ბრძოლა მეინ ქარდზე იყო, ის კი პრელიმებზე ჩხუბობდა. ჰოლი დაანოკაუტა და მისმა გამარჯვებამ ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა. თოფურიას თვალს მას შემდეგ ვადევნებ და ვოლკანოვსკისთან საოცარი გამოსვლა აჩვენა.

მეგონა თუ არა, რომ ალექსს დაამარცხებდა? ვოლკის ბოლო ბრძოლიდან და იქიდან გამომდინარე, რომ ილია თავდაჯერებული და სახიფათო მებრძოლია, მქონდა შეგრძნება, რომ თოფურია გაიმარჯვებდა, თუმცა, ვოლკანოვსკის ჩამოწერა არ შეიძლებოდა. ილიამ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი მეორე რაუნდში დაანოკაუტა, მე სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი მეორე რაუნდში დავანოკაუტე. არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ მინდოდა, ეს მეთქვა.

თოფურიასთან ბრძოლის სურვილი გამოვთქვი, რის გამოც, ბევრმა გამაკრიტიკა და ამბობენ, რომ მერაბ დვალიშვილს თავს ვარიდებ. მერაბმა სეხუდოს მოუგო, მაგრამ ჰენრი 42 წლისაა თუ რაღაც მსგავსი. ვცდილობ, გამოვიწვიო მებრძოლები, რომლებთანაც აღმაფრთოვანებელი ჩხუბი მექნება. ვთქვი, რაც საჭირო იყო. ილიას მესიჯი გავუგზავნე და მჯერა, დავანოკაუტებ, თუმცა თუ მომდევნო მერაბია, დაე, ასე იყოს. ახლა მთლიანად მომდევნო ბრძოლაზე ვარ ორიენტირებული, რომელსაც ჩიტოსთან გავმართავ“.

შეგახსენებთ, რომ შონ ომალის კარიერაში ერთადერთი მარცხი აქვს და 2020 წლის აგვისტოში სწორედ მარლონ ვერასთან წააგო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„დასვენება არ მაცადა“ | სეხუდომდე მერაბმა ალჯოსთან იჩხუბა
„დასვენება არ მაცადა“ | სეხუდომდე მერაბმა ალჯოსთან იჩხუბა