ილია თოფურია, ალექსანდერ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

დიდი აღიარება - თოფურია UFC-ის საუკეთესო მებრძოლთა შორისაა!

UFC-ის ქვემსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია UFC-იმ ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან გამარჯვების შემდეგ Pound For Pound-ის რეტინგში შეიყვანა.

განახლებული მონაცემებით, ილია თოფურია რეიტინგში მე-5 ადგილზე დამკვიდრდა, მის წინ კი ალექს პერეირა, ჯონ ჯონსი, ლეონ ედვარდსი და ისლამ მახაჩევი არიან. „მატადორი“ ისეთ მებრძოლებს უსწრებს, როგორებიც არიან ჩარლზ ოლივეირა, ალექანდრე პანტოჟა, დემეტრიუს ჯონსონი და სხვ.

რაც შეეხება ქვემსუბუქი წონის ყოფილ ჩემპიონს, ალექს ვოლკანოვსკი რეიტინგში მე-10 ადგილზე დაქვეითდა.

შეგახსენებთ, რომ გასულ უქმეებზე, ილია თოფურიამ ალექსანდერ ვოლკანოვსკი მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და ქვემსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მერაბის მიღწევები | ალჯოს გაუთანაბრდა, მახაჩევის შემდეგ საუკეთესო სერია აქვს
მერაბის მიღწევები | ალჯოს გაუთანაბრდა, მახაჩევის შემდეგ საუკეთესო სერია აქვს