ედენ აზარი
Aa
Aa

აზარი: “შვებულების დროს ვარჯიში გამორიცხული იყო“

როგორც მოგეხსენებათ, ედენ აზარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ცნობილია, რომ ყოველი სეზონის დაწყების წინ, ბელგიელ ყოფილ ფეხბურთელს მუდამ წონის პრობლემები ჰქონდა.

ამ საკითხთან დაკავშირებით, მადრიდის „რეალის“ „შვიდიანმა“ ჯონ ობი მიკელის პოდკასტში ისაუბრა.

რა თქვა აზარმა?

„დიახ სიმართლეა, რომ წონის პრობლემები მქონდა. ზაფხულის შესვენების დროს 4-5 კილოგრამს სულ ვიმატებდი, რადგან ვთვლი, რომ შემდეგი 10 თვის განმავლობაში სხეულს საოცრად ტვირთავ. შესვენება კი ისე უნდა გამოიყენო, როგორც ეს თავად გსურს.

იმ პერიოდში სანაპიროზე ოჯახთან ერთად ყოფნა მიყვარდა. გამუდმებით ვითხოვდი, რომ ასეთ დროს ვარჯიშს ნუ დამავალებდნენ. შესაძლოა შვილებთან ერთად ფეხბურთი მეთამაშა, მაგრამ ვარჯიში გამორიცხული იყო.

თუ ჩემს განვლილ კარიერას შეხედავთ, ყოველთვის სექტემბერში და ოქტომბერში შევდიოდი ფორმაში და იდეალურად ვთამაშობდი, რადგან ჩემი სხეულის და გონების აღსადგენად დრო მჭირდებოდა. დიახ, შვებულებიდან 5 კილოგრამით მომატებული ვბრუნდებოდი, მაგრამ ამ პრობლემას ვაგვარებდი.

ბელგიაში კარგი ლუდი გვაქვს და მისი დალევა ძალიან მიყვარს. არ გეუბნებით, რომ ყოველდღე ვსვამდი, მაგრამ თამაშის შემდეგ 1 ან 2 ბოთლის დალევა სასიამოვნოა.“

შეგახსენებთ, რომ ედენ აზარმა კარიერა მადრიდის „რეალში“ დაასრულა, სადაც მისი საუკეთესო თვისებები ვერ გამოავლინა. 2019 წლიდან 2023 წლის ჩათვლით ყველა ტურნირზე ერთად 76 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 7 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეცი მონპელიასთან განადგურდა - მიქაუტაძემ კარგი მომენტები ვერ გამოიყენა
მეცი მონპელიასთან განადგურდა - მიქაუტაძემ კარგი მომენტები ვერ გამოიყენა