კილიან მბაპე
Aa
Aa

MARCA: მბაპემ რეალთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

MARCA-ს ინფორმაციით, კილიან მბაპემ მადრიდის „რეალთან’’ კონტრაქტი ორი კვირის წინ  გააფორმა. ხელშეკრულება 5-წლიანია. მბაპე „რეალის’’ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება, მისი ხელფასი გადასახადების გარეშე წლიურად  15-20 მილიონი ევრო იქნება. აღნიშნულ თანხას ბონუსები დაემატება.

გასული ორი წლის განმავლობაში მბაპემ წლიურად გადასახადების გარეშე 32 მილიონ ევროს გამოიმუშავებდა (გადასახადებით 72 მილიონი ევრო), „რეალში'' გაცილებით ნაკლებს მიიღებს.

გასულ კვირაში ფაბრიციო რომანო წერდა, რომ „ბლანკოსმა“ მბაპეს წინადადება უკვე გაუკეთა. „სამეფო კლუბის“ შეთავაზებული ხელფასი კილიანის ამჟამინდელ ანაზღაურებაზე ნაკლებია და ბევრად დაბალია, ვიდრე თანხა, რომელიც „რეალმა“ მბაპეს 2022 წელს შესთავაზა. „ბლანკოსის“ მიზანი იყო, რომ ყველაფერი მათი პირობების მიხედვით გადაწყდებოდა. საბოლოოდ, მბაპე ხელფასის მკვეთრად შემცირებას დათანახმდა, თუმცა „რეალში'' ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე იქნება.

შეგახსენებთ, იანვარში Footmercato-მ ექსლუზიური ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვით კილიან მბაპემ მადრიდის „რეალთან“ სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია. ფრანგს პსჟ-სთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონში ეწურება, ზაფხულში „რეალს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

დღეს MARCA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან მალევე Relevo-მ დაწერა, რომ მხარეები სიტყვიერად შეთანხმდნენ, თუმცა ჯერ კონტრაქტი არ გაფორმებულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები