ილია თოფურია, ალექს ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„გადაუარა და დაასრულა! თოფურიამ მეფე ტახტიდან ჩამოაგდო“ - ესპანური პრესა

UFC 298-ზე მთავარი მოვლენა ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლა იყო, რომელშიც ილია თოფურიამ ალექს ვოლკანოვსკი მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.

ამ ისტორიულ მოვლენას ესპანური პრესაც გამოეხმაურა:

Marca:

„ილია თოფურია თავის ბედისწერას ასრულებს და ვოლკანოვსკის ნოკაუტით ამარცხებს. ის UFC-ის იპყრობს. ილია ისტორიაში შევიდა. ისეთ ლეგენდებს უტოლდება, როგორებიც ადესანია და ნურმაგომედოვი არიან“.

AS:

„შთამბეჭდავი ნოკაუტი, რომელიც თოფურიას UFC-ის მეფეს ხდის. ილიას დარტყმების შესანიშნავმა კომბინაციამ ვოლკანოვსკი დაასრულა. თოფურიამ მას გადაუარა. ესპანელ-ქართველმა წონაში საუკეთესო მებრძოლს ჩემპიონობა ჩამოართვა“.

Mundo Deportivo:

„ისტორიული დღე! ილია თოფურია მსოფლიო ჩემპიონია. მეორე რაუნდში სასტიკი ნოკაუტით“.

SPORT:

„ილია თოფურიამ მეფე ტახტიდან ჩამოაგდო და ახალი ისტორია დაიწყო. ესპანელ-ქართველი ვოლკანოვსკის მოთმინებით ელოდა, რომ თავდაცვისას შეცდომა დაეშვა, სანამ მას დასაძინებლად გაგზავნიდა“.

შეგახსენებთ, რომ სუპერმსუბუქ წონაში მერაბ დვალიშვილმა ჰენრი სეხუდო დაამარცხა და დენა უაითმა განაცხადა, საჩემპიონო ბრძოლას მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყოჩაღ биджо“ - ისლამ მახაჩევი თოფურიას ჩემპიონობას გამოეხმაურა
„ყოჩაღ биджо“ - ისლამ მახაჩევი თოფურიას ჩემპიონობას გამოეხმაურა