ზამთარში
Aa
Aa

ზამთარში "პსჟ"-ს 70 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ 2 ფეხბურთელი დატოვებს

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს "პსჟ" მინიმუმ 2 მოთამაშის გაყიდვას გეგმავს და სანაცვლოდ 70 მილიონი ფუნტის მიღება სურს.

ნეიმარი-კავანი-მბაპეს მრისხანე ტრიოს ფონზე პარიზელთა ბევრ ფეხბურთელს სათამაშო დრო შეუმცირდა.

Le 10 Sport-ის ინფორმაციით, იანვარში წასვლის ყველაზე რეალური კანდიდატები ანხელ დი მარია, ლუკას მოურა, ხავიერ პასტორე და ჰატემ ბენ არფა არიან.

პარიზელებს 70 მილიონის გამომუშავება სურთ, რათა FIFA-ს ფეარ პლეის წესები არ დაირღვეს. აქედან გამომდინარე, წასვლის ყველაზე რეალური დუეტი დი მარია და მოურა გახლავთ, რადგან პასტორესა და ბენ არფას სატრანსფერო ღირებულება საკმაოდ დაბალია.

როგორც მოგეხსენებათ, ანხელ დი მარიას გადაბირებით ზაფხულში "ბარსელონა" იყო დაინტერესებული და გარიგებაც ფაქტიურად მიღწეული გახლდათ, თუმცა ფრანგულმა მხარემ ბოლო წუთს თანხა არარეალურად გაზარდა და შეთანხმებაც არ შედგა. ამჯერად, "ბლაუგრანას" ისეთი მოთამაშის დამატება არ სურს, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება არ ექნება.

რაც შეეხება ლუკას მოურას, ბრაზილიელი ვინგერის მიმართ ინტერესს ლონდონური კლუბები "ჩელსი" და "არსენალი" იჩენენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები