ალექსანდრე თოფურია
Aa
Aa

კონტრაქტს ხელი მოაწერა | ალექსანდრე თოფურია UFC-ში იჩხუბებს

მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საბრძოლო ორგანიზაციაში კიდევ ერთ ქართველ მებრძოლს ვიხილავთ. ილია თოფურიამ ჯონ ანიკთან საუბარში დაადასტურა, რომ მისმა ძმამ, ალექსანდრემ ორგანიზაციასთან კონტრაქტი გააფორმა და მისი სადებიუტო ბრძოლა მალე გაიმართება.

„ალექსანდრე ჩემპიონი გახდება. ძალიან კარგი და ნიჭიერი მებრძოლია ყველა მიმართულებით –  ჭიდაობა, დარტყმა. კარგი სტილი აქვს, რომელიც გულშემატკივრებს შეუყვარდებათ და ოქტაგონზე დაახლოებით ერთ თვეში ვიხილავთ“, - განაცხადა ილიამ.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრეს კარიერაში 6 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 5 გამარჯვებაა. თოფურია სუპერ მსუბუქ წონით დივიზიონში გამოდის. მან ბოლოს 2023 წლის 20 მაისს იჩხუბა და იოჰან სეგასი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.  

გეტყვით იმასაც, რომ „ელ მატადორი“ მომდევნო ბრძოლას ქამრისთვის გამართავს და ალექსანდრ ვოლკანოვსკის დაუპირისპირდება. მათი ჩხუბი თბილისის დროით, 18 თებერვალს, სავარაუდოდ, დილის 8 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მას იდენტობის კრიზისი აქვს“ - ვოლკანოვსკის მწვრთნელი თოფურიაზე
„მას იდენტობის კრიზისი აქვს“ - ვოლკანოვსკის მწვრთნელი თოფურიაზე