ილია თოფურია, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„მას იდენტობის კრიზისი აქვს“ - ვოლკანოვსკის მწვრთნელი თოფურიაზე

UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონის, ალექსანდრ ვოლკანოვსკის მწვრთნელმა, კრეიგ ჯონსმა MMA Hour-თან ინტერვიუს დროს ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა.

რას ამბობს ჯონსი:

ვფიქრობ, რომ მას ცოტა არ იყოს იდენტობის კრიზისი აქვს. უკვე ფიქრობს, რომ ჩემპიონია და საქმე დამთავრებული აქვს. ის დაიბადა გერმანიაში, გაიზარდა საქართველოში და საკუთარ თავს „ელ მატადორს“ უწოდებს. პირადად მე, ზაფხულს პუერტო რიკოში ვატარებ, მაგრამ ჩემი თავი ბორიკუას არასდროს შემიდარებია.

მისი თავდაჯერებულობა? ჩვენთვის ეს სიცილის მომგვრელია. რთულია, სერიოზულად შეხედო ისეთ ბიჭს, რომელიც მუდმივად კუსავით, მაღალყელიანი სვიტრებით დადის. რას აკეთებს? საკუთარ თავზე უკვე დოკუმენტურ ფილმს იღებს? ჩვენ ავსტრალიელებს ასეთი საქციელი უბრალოდ გვახალისებს. ეს ექსტრემალური თავდაჯერებულობაა, რომელიც გაბედული ნაბიჯია. მას დიდი კვერცხები აქვს.

შეგახსენებთ, რომ UFC-ის ქვემსუბუქ წონაში, ილია თოფურიასა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის საჩემპიონო ბრძოლა 17 თებერვალს, საქართველოს დროით კი 18 თებერვალს, 07:00 საათიდან გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მხარდაჭერა ვოლკანოვსკის | კრიშტიანუ რონალდუ ილიას მეტოქისკენაა
მხარდაჭერა ვოლკანოვსკის | კრიშტიანუ რონალდუ ილიას მეტოქისკენაა