ხვიჩა კვარაცხელია, ალექსანდრ გლები
Aa
Aa

გლები კვარაზე: „ბარსელონაში თავისუფლად ითამაშებდა“

კატალონიის „ბარსელონას“, „არსენალისა“ და ბელარუსის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ალექსანდრ გლებმა რუსულ Sport24-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ბარსელონაში“ წარმატებულად თამაში შეუძლია.

რას ამბობს გლები:

არის თუ არა პოსტსაბჭოთა სივრცეში ფეხბურთელი, რომელსაც „ბარსელონაში“ თამაში შეუძლია? რა თქმა უნდა, ასეთი ბევრია. მაგალითად ხვიჩა კვარაცხელია. ის „ნაპოლიში“ შესანიშნავად გამოიყურება და „ბარსელონაშიც“ კარგად ითამაშებს. ვფიქრობ, „ბარსაში“ თამაშს გოლოვინიც შეძლებდა. ახლა კლუბში თაობათა ცვლის პროცესი მიმდინარეობს და მგონია, რომ ეს ბიჭები „ბარსელონას“ სათამაშო სისტემას კარგად მოერგებიან. ისინი გუნდს ძალას და თავდაჯერებულობას შემატებენ.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრ გლები კატალონიური გუნდის ღირსებას 2008-2009 წლებში თამაშობდა, „ბარსაში“ გადასვლამდე კი 2005-2008 წლებში ლონდონის „არსენალის“ ღირსებას იცავდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მხოლოდ ის ახერხებდა მილანის დაცვის შეშინებას“ - იტალიური მედიის შეფასება
„მხოლოდ ის ახერხებდა მილანის დაცვის შეშინებას“ - იტალიური მედიის შეფასება