ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

„განსხვავების შექმნა შეუძლია“ | ყოფილი ფეხბურთელის კომენტარი ზურიკოზე

ფრანგმა ექს-ფეხბურთელმა, ბენჟამინ ნივემ, რომელსაც ლიგა 1-ში 300-ზე მეტი შეხვედრა აქვს გამართული, „ბორდოს“ ქართველ შემტევზე, ზურიკო დავითაშვილზე ისაუბრა. ნივეს გაუკვირდა, დავითაშვილი „გრენობლთან“ 1:0 მოგებულ მატჩში ძირითად შემადგენლობაში რომ ვერ მოხვდა და განაცხადა, რომ მას განსხვავების შექმნა შეუძლია.

„ჩემი აზრით, ზურიკო ტრუასთან ძალიან კარგი იყო, მაგრამ ალბერტ რიერამ მაინც შეცვალა. ვერ გავიგე, ეს გადაწყვეტილება რატომ მიიღო, რადგან დავითაშვილი მეტოქე გუნდის მცველებს ყველაზე მეტად აწუხებდა და არის ფეხბურთელი, რომელსაც განსხვავების შექმნა შეუძლია.

მართალია, ზოგჯერ, ზურიკოს ცვლილებიდან შეყვანა და მისთვის ბოლო 30-40 წუთის მიცემა, უფრო საინტერესოა, რადგან ასეთ მომენტებში მეტი თავისუფალი სივრცეა. თუმცა, ამავდროულად, გამიკვირდა, სასტარტოში რომ არ გამოჩნდა, რადგან ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელისთვის საჭირო ხარისხი აქვს“.

ცნობისთვის, „გრენობლთან“ მატჩის 61-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა (მე-60 წუთზე შეიყვანეს) სწრაფი შეტევა განავითარა, ყველაფერი ბრწყინვალედ გააკეთა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში არაფერი გამოუვიდა, გოლის გატანის რეალური შანსი ვერ გამოიყენა. მე-7 დამატებულ წუთზე ზურიკო დავითაშვილმა იაქტიურა, მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, თუმცა თამაშის წესის დარღვევით შეაჩერეს და პენალტი დაინიშნა. ქართველის მიერ მოპოვებული პენალტი იოან ბარბემ ვერ გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„კვარაცხელიას პოზიცია?“ | რა თქვა პიოლიმ მაცარის ტაქტიკურ ცვლილებებზე
„კვარაცხელიას პოზიცია?“ | რა თქვა პიოლიმ მაცარის ტაქტიკურ ცვლილებებზე