მერაბ დვალიშვილი, ჰენრი სეხუდო
Aa
Aa

მოულოდნელი გადაწყვეტილება | სეხუდომ მწვრთნელი გაუშვა

UFC-ის ქართველი მებრძოლის, მერაბ დვალიშვილის მომდევნო მეტოქე ორი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი, ჰენრი სეხუდო გახლავთ. ბრძოლამდე რამდენიმე დღით ადრე, „ტრიპელ სიმ“ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და გაუშვა მწვრთნელი, რომელთანაც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა.

„ჩემ გვერდით ოლიმპიური თამაშების (2008 წელს ბეიჯინგში ოქრო აიღო) შემდეგ იმყოფები და მთელი კარიერის განმავლობაში ჩემთან იყავი, მაგრამ ოფიციალურად მინდა ვთქვა, რომ ამ მოსამზადებელი კემპისას რამდენიმე მწვრთნელის გაშვება გადავწყვიტე და შენ მათ შორის ხარ“, - უთხრა სეხუდომ ერიკ ალბარასინს.

საინტერესოა, რომ სეხუდომ ალბარასინი კამერების წინ გაათავისუფლა და მომხდარის ამსახველი კადრები UFC-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში მოხვდა. ჰენრის თქმით, მერაბთან ჩხუბამდე გასავლელი მოსამზადებელი კემპი მთლიანად ბრძოლაზეა ორიენტირებული, ყველაფერი პირადული უკანა პლანზე გადადის და ეს გადაწყვეტილება სწორედ ამიტომ მიიღო.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეხუდოს ჩხუბი UFC 298-ის ფარგლებში გაიმართება, რომლის მთავარი მოვლენაც ილია თოფურიასა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის სატიტულო დაპირისპირებაა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„წაგებას არ ვიმსახურებდით. კვარაზე სწორი არჩევანი გავაკეთე“ - მაცარი მილანთან მარცხის შემდეგ
„წაგებას არ ვიმსახურებდით. კვარაზე სწორი არჩევანი გავაკეთე“ - მაცარი მილანთან მარცხის შემდეგ