თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელიას 12 ქულა | ვირტუს ბოლონია მონაკოსთან დამარცხდა

თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ ევროლიგის ეგიდით, საკუთარ კედლებში მეორედ დამარცხდა. იტალიური კლუბი საშინაო არენაზე „მონაკოს“ დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში წააგო - 78:81.

„ვირტუს ბოლონიამ“ პირველი ტაიმი ცუდად ჩაატარა და დიდ შესვენებაზე 10-ქულიანი ჩამორჩენით გავიდა - 35:45. შენგელიას გუნდმა მეორე ნახევარში მოუმატა და შეხვედრის დასრულებამდე 1 წუთითა და 45 წამით ადრე, თორნიკეს ჯარიმებით 1 ქულით დაწინაურდა. სამწუხაროდ, ეს მათი მაქსიმუმი აღმოჩნდა და გადამწყვეტ მომენტში უკეთ ფრანგებმა იასპარეზეს.

შენგელიამ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და პარკეტზე 26 წუთი და 40 წამი გაატარა. ქართველი კალათბურთელის ანგარიშზე 12 ქულა, 2 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა იყო. შენგელიამ 5-დან 3 ორქულიანი და 9-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, თუმცა 5 პერსონალური მიიღო და მატჩის დასრულებამდე 1 წუთით ადრე, პარკეტის დატოვება მოუწია.

ცნობისთვის, „ვირტუს ბოლონიას“ 16 მოგება და 10 წაგება აქვს და ევროლიგის სატურნირო ცხრილის მე-5 პოზიციას იკავებს. იტალიურ კლუბს მომდევნო შეხვედრა 11 თებერვალს აქვს ჩანიშნული და „სკაფატის“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბორდო ლიგა 2-ში ყველაზე უიღბლო გუნდია | ზურიკოს სანტიმეტრები 4-ჯერ დააკლდა
ბორდო ლიგა 2-ში ყველაზე უიღბლო გუნდია | ზურიკოს სანტიმეტრები 4-ჯერ დააკლდა