აურელიო დე ლაურენტისი, რუდი გარსია
Aa
Aa

„მატჩის შემდეგ ვუთხარი წაეთრიე-მეთქი“ | დე ლაურენტისმა რუდი გარსიაზე ისაუბრა

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა პრესკონფერენცია გამართა და „პარტენოპეის“ ყოფილ მთავარ მწვრთნელზე, რუდი გარსიაზე ისაუბრა. დე ლაურენტისმა დაასახელა მიზეზი, რის გამოც ფრანგი სპეციალისტი გაუშვა და საკუთარი გადაწყვეტილება ახსნა.

„ემპოლისთან მატჩისას, გასახდელში ჩავედი და გავაკრიტიკე. ვუთხარი, რომ გუნდი არასწორ ფეხბურთს თამაშობდა და ასე არ უნდა ეთამაშა, რაზეც მიპასუხ: „თავი დამანებე“. თუ ვინმე ასე გპასუხობს, უნდა უთხრა, რომ გაეთრიოს ან უნდა გაჩუმდე.

მატჩის შესვენებაზე გასახდელში ჩავედი და ვუთხარი: „რა ჯანდაბას აკეთებ? მართლა გინდა, რომ გაგიშვა?“ საბოლოოდ, სწორედ ეს მოხდა და როგორც კი ემპოლისთან შეხვედრა დასრულდა, ვუთხარი, წაეთრიე-მეთქი. ეს წყეული ემპოლი ყოველთვის პრობლემებს გვიქმნის. სპალეტის დროსაც ასე იყო“.

შეგახსენებთ, რომ რუდი გარსია „ნაპოლის“ თავკაცად 2023 წლის 1-ელ ივლისს დაინიშნა. „პარტენოპეის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მან 16 მატჩი ჩაატარა და 8 მოიგო, 4 წააგო, 4-ჯერ კი ფრედ ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მერაბი გაიმარჯვებს თუ სეხუდო? | როგორია შონ ომალის პროგნოზი
მერაბი გაიმარჯვებს თუ სეხუდო? | როგორია შონ ომალის პროგნოზი