თორნიკე შენგელია, ვირტუს ბოლონია
Aa
Aa

შენგელიას 11 ქულა - ვირტუსმა ტრევიზო გაანადგურა

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ სტუმრად „ტრევიზოს“ დაუპირისპირდა და მარტივად, 39 ქულის სხვაობით 100:61 გაიმარჯვა.

ტრავმიდან დაბრუნების შემდეგ, ქართველი კალათბურთელისთვის ეს მეორე მატჩი იყო „ვირტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა შენგელია ძალიან არ დატვირთა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა შეხვედრა სასტარტო ხუთეულიდან დაიწყო იყო და მოედანზე 18 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში თოკომ 11 ქულა, 2 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ასევე, ორჯერ დაკარგა ბურთი და მეტოქის წინააღმდეგ ერთხელ დაჯარიმდა. შენგელიამ სამიდან სამი საჯარიმო და ხუთიდან ოთხი ორქულიანი ჩააგდო. ასევე, ორჯერ ჰქონდა პერიმეტრიდან ჩაგდების მცდელობა, თუმცა, მისი სროლები არაზუსტი აღმოჩნდა.

19 ტურის შემდეგ, „ვირტუს ბოლონია“ იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 28 ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფება. თორნიკე შენგელიას გუნდი მომდევნო შეხვედრას ევროლიგაზე გამართავს. 9 თებერვალს, „ვირტუსი“ საკუთარ მოედანზე „მონაკოს“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შერმადინის შედეგიანი მატჩი და MVP - ტენერიფემ ბასკონია დაამარცხა
შერმადინის შედეგიანი მატჩი და MVP - ტენერიფემ ბასკონია დაამარცხა