თორნიკე შენგელია
Aa
Aa

თორნიკე შენგელია დაბრუნდა | ვირტუს ბოლონიამ პარტიზანი დაამარცხა

თორნიკე შენგელიამ ზურგის ტრავმა მოირჩინა და „ვირტუს ბოლონიას“ რიგებში იასპარეზა. ქართველ კალათბურთელს, ზურგის არეში ტკივილის გამო, 12 იანვრის შემდეგ არ ჰქონდა ნათამაშები და საყვარელ საქმიანობას ევროლიგაზე, „პარტიზანთან“ გამართულ შეხვედრაში დაუბრუნდა.

შენგელიას დაბრუნება „ვირტუს ბოლონიასთვის“ წარმატებული გამოდგა. იტალიურმა კლუბმა ევროლიგაზე 2-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და „პარტიზანს“ 88:84 სძლია. იტალიელები მეოთხე მეოთხედში 6 ქულით აგებდნენ, მაგრამ ხასიათი გამოავლინეს და მძიმე ბრძოლაში მოიგეს.

შენგელიამ პარკეტზე 21 წუთი და 41 წამი გაატარა და მის ანგარიშზე 8 ქულა, 5 მოხსნა (1 მეტოქის ფარზე) და 1 შედეგიანი გადაცემა იყო. თორნიკემ 2-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. „ვირტუს ბოლონიას“ 20-20 ქულით მარკო ბელინელიმ და გაბრიელ ლუნდბერგმა ულიდერეს, ისაია კორდინიეს კი 12 ქულა ჰქონდა.

ამრიგად, „ვირტუს ბოლონიას“ ევროლიგის ეგიდით, 16 მოგება და 9 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციას იკავებს. ბოლონიელები მომდევნო შეხვედრას 5 თებერვალს გამართავენ და „ტრევიზოს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დე ლაურენტისის შურისძიება | ჟელინსკი ჩემპიონთა ლიგის განაცხადში ვერ მოხვდა
დე ლაურენტისის შურისძიება | ჟელინსკი ჩემპიონთა ლიგის განაცხადში ვერ მოხვდა