მარიამ ბოლქვაძე შარმ ელ შეიხის ტურნირის გამარჯვებულია
Aa Aa
4 თებერვალი 2024  |  16:23

მარიამ ბოლქვაძე შარმ ელ შეიხის ტურნირის გამარჯვებულია

ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ შეიხში ITF-ის ტურნირის გამარჯვებული ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე გახდა.

შარმ ელ შეიხის ტურნირის ფინალურ შეხვედრაში ბოლქვაძემ ელენა პრიდანკინა ორ სეტში დაამარცხა - 6:0, 6:3.

საჩემპიონო გზაზე ბოლქვაძემ ერთი იტალიელი და ოთხი რუსი ჩოგბურთელი დაამარცხა.

მარიამის მეტოქე მსოფლიოს ქალ ჩოგბურთელთა (WTA) რეიტინგში 343-ე ჩოგანი გახლავთ.

რაც შეეხება მარიამს, ის ამ მომენტისთვის კლასიფიკაციაში 452-ე ადგილზეა. ბოლქვაძემ კარიერაში ITF-ის მე-20 ტურნირი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ასევე დაგაინტერესებთ
UFC: არბიტრების გადაწყვეტილებით დოლიძე იმავოვთან დამარცხდა
UFC: არბიტრების გადაწყვეტილებით დოლიძე იმავოვთან დამარცხდა