რომან დოლიძე, ნასურდინ იმავოვი
Aa
Aa

UFC: არბიტრების გადაწყვეტილებით დოლიძე იმავოვთან დამარცხდა

UFC Fight Night 235-ზე საღამოს მთავარი ბრძოლა (5 რაუნდიანი) რომან დოლიძისა და ნასურდინ იმავოვის დაპირისპირება იყო, რომელიც იმავოვის გამარჯვებით დასრულდა.

დოლიძემ 5-რაუნდიან ბრძოლაში მონაწილეობა კარიერაში პირველად მიიღო და ეს მის საბრძოლო სტილზეც აისახა. რომანი იმდენად აქტიური ვერ იყო.

შეხვედრის ბედი მეტწილად პირველმა რაუნდმა გადაწყვიტა, რომელშიც დოლიძემ რამდენიმე დარტყმა გაატარა, საბოლოოდ კი იმავოვმა მისი დაგდება შეძლო და ქართველი სწრაფ მარცხს გადაურჩა. უნდა აღინიშნოს, რომ რთული სიტუაციიდან რომანმა თავი დაიძვრინა და ბრძოლის გაგრძელება შეძლო.

მეორე და მესამე რაუნდი ინერტულობით გამოირჩეოდა. დოლიძე მეტოქის შებოჭვას ცდილობდა, იმავოვი კი თავის სტილში დარტყმების განხორციელებას ვერ ახერხებდა, თუმცა პრობლემები მას ნაკლებად ექმნებოდა.

მე-4 რაუნდში იმავოვმა დოლიძეს აკრძალული დარტყმა მიაყენა და ქულა ჩამოერთვა. ამას მოჰყვა იმავოვისა და რომანის სამწვრთნელო შტაბს შორის მცირე დაპირისპირება, რომელიც არბიტრმა მალევე ჩაახშო. ამის შემდეგ ქართველმა მისი პარტერში გადაყვანა სცადა, თუმცა ისე ვერ შეძლო როგორც მას სურდა.

მე-5 რაუნდში დოლიძეს მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა და ბრძოლა დიდი ალბათობით ფრედ დასრულდებოდა, თუმცა რომანს ენერგია აღარ ეყო. საწყის რაუნდში მიღებული დარტყმების შემდეგ, ქართველი სასურველ კონდიციებში ვერ იმყოფებოდა და მეტოქისთვის გადამწყვეტი დარტყმის მიყენება ვერ შეძლო.

საბოლოოდ, ბრძოლაში გამარჯვებულად არბიტრების გადაწყვეტილებით იმავოვი დასახელდა - 49-44, 47-47, 48-46.

28 წლის იმავოვის სტატისტიკა ამ ბრძოლამდე ასეთი იყო: საშუალო წონის რეიტინგში მე-12 პოზიციაზე იმყოფებოდა. ჯამში MMA-ში მის ანგარიშზე 17 ბრძოლა, რომელთაგან 12 მოიგო და 5 დათმო. უშუალოდ UFC-ში 7 ბრძოლა ჰქონდა გამართული, 4 მოიგო და 2 დათმო. 1 კი შედეგის გარეშე დასრულდა.

რაც შეეხება რომანის მონაცემებს ამ დაპირისპირებამდე: დოლიძე ტოპ 15-ში მე-7 პოზიციაზე იმყოფებოდა. MMA-ში მას 14 ბრძოლა ჰქონდა გამართული, საიდანაც 12 მოიგო. წლეულს ქართველთან ბრძოლას უკვე მეორე მებრძოლი ჩაეხსნა. რომანს ჯერ დერეკ ბრანსონთან უნდა ეჩხუბა, რომელმაც UFC-ი საერთოდ დატოვა, შემდეგ კი კანონიერთან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თოფურიას მწვრთნელი: „ვოლკანოვსკის ილიას ძალის შეეშინდება და...“
თოფურიას მწვრთნელი: „ვოლკანოვსკის ილიას ძალის შეეშინდება და...“