ხვიჩა კვარაცხელია, ვალტერ მაცარი, ანტონიო ფლორესი
Aa
Aa

„შარშან უფრო დიდი გავლენა ჰქონდა, დღეს კი...“ - ფლორესი კვარაზე და ნაპოლიზე

„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ანტონიო ფლორესმა იტალიურ მედიასთან „ნაპოლის“ ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც დააფიქსირა თავისი მოსაზრება.

რას ამბობს ფლორესი:

მაცარიმ სამკაციან დაცვაში მაქსიმუმი გაიღო. ყველას გვახსოვს წარსულში, მისი არაჩვეულებრივი „ნაპოლი“ და ის ემოციები, რომელიც გვაჩუქა. ჩემთვის, კამპანარო და კანავარო ოსტიგორზე და ჟეზუსზე ძლიერები არიან. 4-3-3 წყობით მის ბუნებას ვამახინჯებთ. ის ცდილობს, იმის მიუხედავად, როცა ამბობს, რომ სპალეტის გზის გავლა სურს. მგონია, რომ ეს ახლა გაცილებით რთული იქნება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ.

იყო თუ არა რასპადორი ლაციოსთან იმედგაცრუება? იმისთვის, რომ თავდამსხმელმა გავლენის მოხდენა შეძლოს, მას ბურთის მიმწოდებელი სჭირდება და რამდენი ასეთი ფეხბურთელი იყო რომში? არცერთი. აშკარაა, რომ ამ სათამაშო სისტემაში ხარისხიანმა მოთამაშეებმა გავლენა დაკარგეს, ისეთებმა, როგორებიც პოლიტანო და კვარაცხელია არიან.

გასულ სეზონთან შედარებით, განსხვავება ისაა, რომ შარშან „ნაპოლი“ ძირითადად მეტოქის ნახევარზე თამაშობდა. კვარას უფრო დიდი გავლენა ჰქონდა, რადგან ყოველთვის იძულებული არ იყო, რომ საკუთარ ნახევარზე დაბრუნებულიყო. დღეს კი 60 მეტრის გარბენა ხშირად უწევს და ამით, თავის ეფექტურობას კარგავს. ის ცდილობს შარშანდელი გავლენის გამეორებას, მაგრამ არ გამოსდის.

სერია A-ს ბოლო ტურში „ნაპოლი“ სტუმრად „ლაციოს“ დაუპირისპირდა და ფრედ, 0:0 ითამაშა. ეს მატჩი ხვიჩა კვარაცხელია ყვითელი ბარათების ლიმიტის გამო გამოტოვა. 22 ტურის შემდეგ, ვალტერ მაცარის გუნდი სატურნირო ცხრილში 32 ქულით მე-9 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი 4 თებერვალს, საკუთარ მოედანზე „ვერონასთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არ მესმის, რატომ აკრიტიკებთ...“ - ფედელემ ვალტერ მაცარი დაიცვა
„არ მესმის, რატომ აკრიტიკებთ...“ - ფედელემ ვალტერ მაცარი დაიცვა