ბაქოს გრანდ სლემი - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
Aa
Aa

ბაქოს გრანდ სლემი - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

სულ მალე ბაქოში ჰეიდარ ალიევის სახელობის გრანდ სლემი დაიწყება(16-18 თებერვალი). საქართველოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა წინასწარი განაცხადი დაასახელა, რომელშიც 21 ძიუდოისტმა მოიყარა თავი.

შემადგენლობა:

თემურ ნოზაძე, ამირან დარბაისელი(-60კგ), გიგი ოთიაშვილი, თორნიკე მაზიაშვილი(-66კგ), ლუკა კაპანაძე, მიხეილ ბახბახიშვილი(73კგ), კოტე კაპანაძე, ზაურ დვალიშვილი(81კგ), ბაქარ ერაშვილი, აკაკი ჯაფარიძე(90კგ), ონისე სანებლიძე, ილია სულამანიძე(-100კგ), შალვა გურეშიძე, გურამ თუშიშვილი(+100კგ).

ნინო ლოლაძე, ეთერ ლიპარტელიანი(-57კგ), ეთერ ასკილაშვილი, რეჯინა უთნელიშვილი(63კგ), ნინო გულბანი, მარიამ ჭანტურია(-70კგ), სოფიო სომხიშვილი(+78კგ).

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ბაქოს გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა 3 მედალი მოიპოვა. ოქროს მედალს ილია სულამანიძე დაესაკუთრა, ხოლო ვერცხლის მედლებს გურამ თუშიშვილი და ეთერ ლიპარტელიანი დასჯერდნენ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
საზონოვის დრო მოვიდა - Corriere  ქართველ მცველზე წერს
საზონოვის დრო მოვიდა - Corriere ქართველ მცველზე წერს