გიორგი ცინცაძე
Aa
Aa

217-ე მატჩი | გიორგი ცინცაძე სანაკრებო კარიერას სერბეთთან შეხვედრის შემდეგ დაასრულებს

საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრები FIBA EuroBasket 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ საშინაო თამაშს სერბეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 26 თებერვალსაა ჩანიშნული და 21:00 საათიდან მას „თბილისი არენა“ (უნივერსიტეტის ქუჩა 15ა) უმასპინძლებს.

სერბეთთან მატჩი ბოლო იქნება გიორგი ცინცაძისთვის, რომელიც 20 წელი იცავდა ეროვნული ნაკრების ღირსებას და გუნდურ სახეობებში ჩატარებული თამაშებით საქართველოს აბსოლუტური რეკორდსმენია! სერბეთთან მატჩზე დასწრებით გულშემტკივარს შანსი ეძლევა თვალი ადევნოს გიორგი ცინცაძის 217-ე სანაკრებო მატჩს და რეკორდსმენი კალათბურთელი ნაკრებიდან გააცილოს!

გულშემატკივრები ბილეთების შეძენას tkt.ge-ზე შეძლებენ! მაყურებლებისთვის შეთავაზებულია სხვადასხვა კატეგორიის ბილეთი, რომლის ფასი განსაზღვრულია 20-დან 80 ლარამდე. მე-2 იარუსი  – 20, 25, 30, 35 ლარიანი ბილეთები. 1-ლი იარუსი – 40, 60 და 80 ლარიანი ბილეთები.

ცნობისთვის, სერბეთის გარდა, ჩვენს ჯგუფში ფინეთისა და დანიის ნაკრებები იმყოფებიან. სერბეთთან მატჩამდე, საქართველოს ნაკრები დანიაში იასპარეზებს და 23 თებერვალს, ჯგუფის აუტსაიდერს სტუმრად დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თოფურია: „ვოლკანოვსკი შესანიშნავი ჩემპიონია, მაგრამ ჩემი დრო მოვიდა“
თოფურია: „ვოლკანოვსკი შესანიშნავი ჩემპიონია, მაგრამ ჩემი დრო მოვიდა“