ჩელსი, მაურისიო პოჩეტინო
Aa
Aa

პოჩეტინო: “ნოტინგემთან და ბრენტფორდთან გულშემატკივრების მხარდაჭერა დაგვაკლდა“

როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის „ჩელსი“ მიმდინარე სეზონში ცუდ ფორმაშია და მაღალი მიზნებისთვის ვერ იბრძვის.

ბრიტანულ მედიასთან საუბრისას, „არისტოკრატების“ მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ შექმნილი ვითარება მის წინამორბედებს ფრენკ ლამპარდს და გრეჰემ პოტერს დააბრალა.

პოჩეტინო:

„ექვსი თვეა აქ ვართ და ახლა რაიმეზე შედარება ძალიან ძნელია. წინა პერიოდთან შედარებით დღეს უკეთეს შედეგებს ვიღებთ, მაგრამ გულშემატკივრებისთვის წინა სეზონი იმედგაცრუებაა. ისინი იმედგაცრუებული საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ.

ახლა კი ვფიქრობ, რომ „სტემფორდ ბრიჯზე“ კარგი ატმოსფერო სუფევს. რა თქმა უნდა, წინა სეზონში გულშემატკივრები იმედგაცრუებულნი იყვნენ, რადგან „ჩელსიმ“ საკუთარ სტადიონზე ბევრი თამაში წააგო.

რამდენიმე მატჩში, მათი მხარდაჭერა დაგვაკლდა. მაგალითად „ნოტინგემთან“ და „ბრენტფორდთან“ გულშემატკივრები არ აქტიურობდნენ, თუმცა „არსენალის“, „სიტის“, „ბრაიტონის“ და „ლივერპულის“ წინააღმდეგ ყველაფერი წესრიგში იყო.“

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში „ჩელსი“ არცერთ ევროპულ ტურნირზე არ თამაშობს. პრემიერ ლიგაში კი „არისტოკრატები“ 31 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტრავმა სერიოზულია - სალაჰი ინგლისში ბრუნდება
ტრავმა სერიოზულია - სალაჰი ინგლისში ბრუნდება