შოთა არველაძე, ბეშიქთაში
Aa
Aa

“ბეშიქთაშმა 1 დღით მეტი დაისვენა“ - არველაძე წაგების შემდეგ

თურქეთის სუპერლიგის მორიგ ტურში შოთა არველაძის გაწვრთნილი „კარაგუმრუკი“ „ბეშიქთაშს“ ესტუმრა და უშანსოდ 0:3 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, „ჯვაროსნების“ ყოფილმა თავდამსხმელმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა არველაძემ?

„დღეს „ბეშიქთაში“ გულშემატკივრებისგან მიღებული მხარდაჭერით უფრო ძლიერი იყო. ფეხბურთში ხან წააგებ, ხან მოიგებ. ეს ფეხბურთის უცვლელი ნაწილია. რაც უფრო მეტი პოზიტივია გუნდში, მით უფრო მეტია გოლის გატანის შანსი.

საკმაოდ ცუდი ამინდია, ცივა და ძალიან დატვირთული განრიგი გვაქვს. ფეხბურთელები ადამიანები არიან. გუნდების ბალანსი ერთნაირი არ არის. „ბეშიქთაშმა“ ჩვენთან თამაშამდე ერთი დღით მეტი დაისვენა. ასეთი სიტუაციები გუნდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა თავიდან აიცილონ მატჩის დროს დაცემა.“

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძისთვის „კარაგუმრუკის“ მწვრთნელის რანგში ეს მეოთხე მატჩი იყო და ჯერჯერობით მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს.

ასევე შეგახსენებთ, ქართველი სპეციალისტის გუნდი თურქეთს სუპერ ლიგაში 20 ქულით მე-16 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მელუზო: ჯუღელის უადგილო კომენტარი გასახდელზე გავლენას ვერ მოახდენს
მელუზო: ჯუღელის უადგილო კომენტარი გასახდელზე გავლენას ვერ მოახდენს