პელისტრი: თოფურიას ბრძოლას მოუთმენლად ველი
„მანჩესტერ იუნაიტედის’’ ურუგვაელმა ფეხბურთელმა ფაკუნდო პელისტრიმ კლუბის ქომაგების კითხვებს უპასუხა, მისი პასუხები კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაქვეყნა. ურუგვაელი ფეხბურთელი MMA-ს დიდი ქომაგია და ილია თოფურიას ბრძოლას მოუთმენლად ელის.
პელისტრი: „მოკრივე არ ვარ, პრაქტიკაში კრივის ცოდნა არ მაქვს, მაგრამ კრივი ძალიან მიყვარს. რომ შემეძლოს სხვა სპორტში მსოფლიოში საუკეთესო ვიყო, მოკრივეობას ავირჩევდი. ასევე, ძალიან მომწონს კალათბურთი.
მიყვარს კრივის ყურება. თუ კრივი არ არის, MMA-ს ვუყურებ. 17 თებერვალს ილია თოფურიას ბრძოლას მოუთმენლად ველოდები.
კრივი უფრო მეტად მიყვარს ვიდრე MMA, რადგან ის ნაკლებად საშიშია, ასე ვფიქრობ, თუმცა რომ არა ფეხბურთი, არჩევანს კალათბურთსა და კრივს შორის გავაკეთებდი''.
ცნობისთვის, თოფურიასა და ვოლკანოვსკის შორის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლა 2024 წლის 17 თებერვალს (თბილისის დროით, 18 თებერვალს) ანაჰაიმში გაიმართება.