ვლადიმერ ბოისა, ალეკსანდარ ძიკიჩი
Aa
Aa

„გერმანიის ნაკრების თავკაცმა მითხრა, კარგი მწვრთნელი შეარჩიეთო“ | ვლადიმერ ბოისა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს ილიას ზუროსის შემდეგ სერბი ალეკსანდრ ძიკიჩი გაწვრთნის. ეს სპეციალისტი პირველ მატჩს 23 თებერვალს დანიაში გამართავს. ახალ მთავარ მწვრთნელთან დაკავშირებით, საქართველოს პირველი არხი კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, ვლადიმერ ბოისას გაესაუბრა.

„როდესაც ახალი მწვრთნელის ჩამოყვანაზე მუშაობ, ბუნებრივია, რომ სხვადასხვა სპეციალისტებს ეკითხები აზრს ამა თუ იმ მწვრთნელზე. რამდენიმესთან მქონდა საუბარი ალეკსანდრ ძიკიჩზე, ყველამ ერთნაირად დამიხასიათა – ძალიან მაღალი დონის სპეციალისტიაო.

მსოფლიო ჩემპიონ გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ გორდონ ჰერბერტთან ხშირი მიმოწერა მაქვს. როდესაც საქართველოს ნაკრებში ძიკიჩის დანიშვნის ამბავი გაიგო, მომწერა – ძალიან კარგი არჩევანი გააკეთეთ, გილოცავთო“.

ცნობისთვის, თებერვალში ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ჩაერთვება, ხოლო ივლისში ოლიმპიადის შესარჩევს ითამაშებს.

წყარო 1tv.ge

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ოსიმენისა და კვარაცხელიას საქმე | რას აპირებს აურელიო დე ლაურენტისი
ოსიმენისა და კვარაცხელიას საქმე | რას აპირებს აურელიო დე ლაურენტისი