მერაბ დვალიშვილი, ალჯამეინ სტერლინგი
Aa
Aa

„ამ წონაში ჩემთვის ყველაფერი დასრულდა“ - ალჯომ დვალიშვილს გზა დაუთმო

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის ყოფილმა ჩემპიონმა ალჯამეინ სტერლინგმა MMA Junkie-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ის ამჟამინდელ წონას ტოვებს და მისთვის აქ ყველაფერი დასრულებულია.

„დიახ, შეიძლება ითქვას, რომ სუპერმსუბუქ წონაში გამოსვლა დავასრულე. ჩემმა ერთ-ერთმა მენეჯერმა მკითხა წონის 135 ფუნტამდე დაკლების შესაძლებლობის შესახებ, რაზეც ჩემი პასუხი ასეთი იყო: ძმაო, მოდი ამ თემაზე საუბარი აქვე დავასრულოთ.

ამ წონის შენარჩუნება არც წინა ჯერზე მსურდა. ამ საკითხზე საუბრი მეტად არ მსურს. სუპერმსუბუქ წონაში ჩემთვის ყველაფერი დასრულებულია.

ბედნიერი ვარ, რომ ოქტაგონზე ვბრუნდები. ქომაგებმა მინდა იცოდნენ, რომ ახალი წონით კატეგორიას ახალი ენერგიით ვხვდები. მსურს გავიგო, თუ რა შემიძლია 145 ფუნტში და ჩემი გეგმაა, რომ მსოფლიო შოკში ჩავაგდო“.

ალჯოს ამ განცხადების შემდეგ, აშკარაა, რომ სტერლინგმა მერაბ დვალიშვილს, მის უახლოეს მეგობარს გზა დაუთმო და საჩემპიონო ბრძოლის მიღების შესაძლებლობა გაუორმაგა.

17 თებერვალს მერაბ დვალიშვილი ჰენრი სეხუდოს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში, უდიდესი ალბათობით საჩემპიონო ბრძოლას მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ სეხუდოს კარიერაში 19 ბრძოლა აქვს გამართული და 16-ჯერ იმარჯვა. UFC-ის ისტორიაში ის მეოთხე მებრძოლია, რომელიც საჩემპიონო ქამარს ერთდროულად ორ წონით დივიზიონში ფლობდა. ბოლოს მან მერაბის ახლო მეგობართან, ალჯამეინ სტერლინგთან იჩხუბა და მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ილიას მწვრთნელი: „ვოლკანოვსკის შანსი არ აქვს, თოფურია ახალი ჩემპიონი გახდება“
ილიას მწვრთნელი: „ვოლკანოვსკის შანსი არ აქვს, თოფურია ახალი ჩემპიონი გახდება“