Aa
Aa

"ქართველები ნაკრების ფეხბურთელის მოკვეთას ამ მიზეზით ითხოვენ" - washingtonpost-ი კაშიას თემაზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს...

მსოფლიოში ცნობილი და გავლენიანი ამერიკული გამოცემა washingtonpost-ი გურამ კაშიას თემას შეეხო და მას ვრცელი სტატია მიუძღვნა.

გთავაზობთ washingtonpost-ის სტატიის ქართულ ვერსიას:

"LGBT კაშია უნდა მოიკვეთოს ნაკრებიდან! თუკი LGBT კაშია ნაკრების ფორმას ისევ ჩაიცვამს, ქართული საზოგადოება ეროვნულ ნაკრებს ბოიკოტს გამოუცხადებს". - ასეთი კომენტარი გააკეთა მიმომხილველმა გიორგი გიგაურმა ერთ-ერთ ქართულ გაზეთთან ინტერვიუში.

გიგაური ერთადერთი არაა, ვინც კაშიას აკრიტიკებს, მას მხარს საზოგადოების უდიდესი ნაწილი უჭერს. მისი მისამართით კრიტიკაა სოციალურ ქსელებშა და სხვადასხვა ინტერნეტ საიტებზე.

"კაშია, შენ ქართველებთან ერთად თამაშის უფლება აღარ გაქვს". - ხსენებულ ვებ-გვერდებზე ასეთი შინაარსის კომენტარებსაც წავიკითხავთ.

თუმცა არსებობს საპირისპირო მხარეც, რომელიც "ვიტესის" ვარსკვლავს სოლიდარობას უცხადებს და მის ქმედებას ნორმალურად მიიჩნევს.

"ასეთი ჟესტები ფეხბურთის გულშემატკივერბისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, სადაც ჰომოფობიური დამოკიდებულება საკმაოდ ძლიერია". - ეს ადგილობრივი ორგანიზაცია "თანასწორი მოძრაობის" განცხადებაა.

2011 წელს ბრიტანული Reuters-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 10-დან 9 ქართველი მიიჩნევდა, რომ ჰომოსექსუალიზმი დაშვებული არასდროს იქნებოდა. 

ამიტომაც, გასაკვირია არაა, რომ გასულ წელს საქართველოში LGBT პირებზე ძალადობის 30-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ ამ კუთხით სიტუაცია მცირედით გამოასწორა, მმართველი გუნდი "ქართული ოცნება" ცდილობს, რომ ევროკავშირის ქვენყებში მიღებული ერთსქესიანთა ქორწინება კანონმდებლობით არ მიიღოს.

"გურამ, ჩემთვის ხარ და ყოველთვის იქნები, ქართული ფეხბურთის ღირსეული წევრი. შენი ქვეყნის დროშის ქვეშ თამაში ყოველთვის გეამაყებოდა და მოხარული ვარ, რომ წლების მანძილზე ჩვენს ფეხბურთს შენთან ერთად ვემსახურებოდი". - ასე გამოეხმაურა კაშიას თემას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დომენტი სიჭინავა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს ამ საკითხზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია". - ამ ყველაფერს washingtonpost-ის სტატიაში ვკითხულობთ.

 

პ.ს. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ სტატია მთლიანად ნათარგმნია washingtonpost-სგან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები