რაფაელ ნადალი, დომინიკ ტიმი
Aa
Aa

დიდებული მატჩით ბრუნდება - ნადალი ბრისბეინში ტიმს დაუპირისპირდება

საჩოგბურთო სამყაროში შესანიშნავი ინფორმაცია გავრცელდა. რაფაელ ნადალი კორტზე ბრუნდება. „მატადორი“ ბრისბეინის ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას.

ლეგენდარული ესპანელი დიდებული დაპირისპირებით იწყებს ტურნირს. ნადალი პირველ წრეში არც მეტი, არც ნაკლები დომინიკ ტიმის წინააღმდეგ ითამაშებს. აღნიშნული დაპირისპირებით პირველი იანვრით თარიღდება და თბილისის დროით გამთენიისას, 4 საათზე დაიწყება.

ცნობისთვის, გუშინ რაფაელმა ტესტ მატჩი(ამხანაგური) ენდი მარის წინააღმდეგ გამართა, თუმცა აღნიშნული დაპირისპირების დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ასევე გეტყვით, რომ „მატადორი“ ბრისბეინში წყვილთა თანრიგშიც მიიღებს მონაწილეობას. მისი პარტნიორი 41 წლის მარკ ლოპესი იქნება.

შეგახსენებთ, რომ „თიხის მეფემ“ ტრავმა 2023 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე მიიღო. 37 წლის ჩოგბურთელმა ბარძაყის კუნთის დაზიანება მიიღო.

ნადალმა ავსტრალიის შემდეგ, აბსოლუტურად ყველა ტურნირი გამოტოვა. იწერებოდა, რომ რაფა თიხის მასტერსებზე დაბრუნდებოდა, მაგრამ რეაბილიტაციის პროცესი გაიწელა და ის ვერც მის საყვარელ „როლან გაროსზე“ დაბრუნდა. ცნობისთვის, ამ მომენტისთვის ნადალი ATP რეიტინგში 670-ე ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პეპი: “ლივერპული უკეთესია, ლიდერობა დაიმსახურა“
პეპი: “ლივერპული უკეთესია, ლიდერობა დაიმსახურა“