კრიშტიანუ რონალდუ, ალ ნასრი
Aa
Aa

კრიშტიანუ: “ძალიან ბედნიერი ვარ, მინდა ასე გავაგრძელო“

საუდის არაბეთის პრო ლიგის მორიგ ტურში „ალ ნასრიმ“ „ალ ტაავონი“ 4:1 დაამარცხა. ერთი გოლი კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა. ეს კი მისთვის 2023 წელს რიგით 54-ე გოლი იყო. ამ შედეგით, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი მიმდინარე წლის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ვეტერანმა თავდამსხმელმა არაბულ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

რა თქვა რონალდუმ?

„ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემთვის შესანიშნავი წელი იყო, როგორც გუნდურად, ასევე ინდივიდუალურად. „ალ ნასრიში“ და პორტუგალიის ნაკრებში ბევრი გოლი გავიტანე. ძალიან ვამაყობ! ასე გავაგრძელებ, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. შემდეგ წელს იმავეს გაკეთებას ვეცდები.

ბედნიერი ვარ, რადგან, როდესაც აქ გადმოვედი არავის სჯეროდა, რასაც ვამბობდი, მაგრამ ეს უკვე წარსულია და არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საუდის არაბეთის ლიგა იზრდება. ფეხბურთელებს აქ სურთ გადმოსვლა, რადგან ჩემპიონატი კონკურენტუნარიანია. თუ დიდ ფეხბურთელებს საუდის არაბეთში თამაში ენდომებათ, მე მათ მივესალმები.

მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს თანაგუნდელებს, მათ გარეშე ამ შედეგის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა. ასევე მადლობა გულშემატკივრებს, რადგან ისინი ყველგან დაგვყვებიან. მინდა, რომ ასე გავაგრძელო.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარგი ამბავი - ვინისიუსი სრულიად გამოჯანმრთელდა და სათამაშოდ მზად არის
კარგი ამბავი - ვინისიუსი სრულიად გამოჯანმრთელდა და სათამაშოდ მზად არის