პერესი რონალდუს საქციელის გამო აღშფოთებულია
Diario Gol-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი კრიშტიანო რონალდუზე გაბრაზებულია და მისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.
ამის მიზეზი კეილორ ნავასია. ესპანური პრესის ცნობით, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ნავასი ცუდ კონტექსტში მოიხსენია და მის ნაცვლად გუნდში დავიდ დე ხეას მოყვანა მოითხოვა.
პერესი აღშფოთებულია, რომ რონალდუ კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაში ასე ღრმად ჩაერია. მისი თქმით, არცერთ მოთამაშეს არ აქვს უფლება, რომ თანაგუნდელზე ასე ისაუბროს და რომელიმე მოთამაშის დამატება მოითხოვოს.
ჯერჯერობით, კრიშტიანოს კომენტარი არ გაუკეთებია. საინტერესოა, მოჰყვება თუ არა ამ ამბას გაგრძელება...