კასილიასი
Aa
Aa

კასილიასი "ლივერპულში" არარეალურია?

ბოლო პერიოდში იკერ კასილიასის „პორტუდან“ წასვლაზე აქტიურად იწერება და ეს შესაძლო ტრანსფერი იანვრისთვის განიხილება.

ლეგენდარულ ესპანელს ყველაზე უფრო „ლივერპულთან“ აკავშირებენ, თუმცა დღეს ინგლისურმა პრესამ დაწერა, რომ იკერის მერსისაიდულკლუბში ტრანსფერი სიგიჟეს გავს და არარეალურია.

Liverpool Echo კასილიასის აგენტს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ამჟამად არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს და მისი „ენფილდზე“ შესაძლო გადასვლა აქტუალური თემა არ უნდა იყოს.

იკერ კასილიასს „პორტუსთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები