ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ფლანგზე გამქცევი მცველის გარეშე კვარა გალიაშია მომწყვდეული“ | კალიარის ექს-ფეხბურთელი

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ მომდევნო შეხვედრას „კალიარის“ წინააღმდეგ გამართავს. სარდინიელთა ყოფილმა მარცხენა მცველმა, კრისტიანო დელ გროსომ მატჩის წინ, „კვარაზე“ ისაუბრა და განაცხადა, რომ ის გალიაშია მომწყვდეული.

„რას ვფიქრობ გავლენაზე, რომელიც მარიო რუისა და მატიას ოლივერას (მარცხენა მცველები) არყოფნას კვარას თამაშზე აქვს? მათი მსგავსი განაპირა უკანახაზელი ვიყავი, თუმცა, ჩვენ უფრო მეტად დაცვას ვაქცევდით ყურადღებას. ატალანტაში ჩემ წინ ბონავენტურა თამაშობდა და გარემარბისთვის ყველაფერი რადიკალურად განსხვავებულია, როცა შეუძლია, განაპირა მცველის მხარდაჭერით ისარგებლოს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ფეხბურთში ბევრი რამ შეიცვალა და ყველაფერი განაპირა მცველების არყოფნას არ უნდა დავაბრალოთ. ნაპოლიმ გამოსავალი უნდა იპოვოს. ამ საკითხთან დაკავშირებით, ინიციატივა ფეხბურთელებმა უნდა გამოიჩინონ ან გუნდის სტილი უნდა შეიცვალოს, რათა კვარას საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის ჩვენების საშუალება მიეცეს.

ქართველ ფეხბურთელს მეტი მხარდაჭერა სჭირდება, რათა რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლოს. ფლანგზე გამქცევი განაპირა მცველების გარეშე, კვარაცხელია ისეა, თითქოს გალიაშია მოქცეული“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „კალიარის“ დაპირისპირება 16 დეკემბერს, თბილისის დროით, 21:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შონ ომალის პროგნოზი: „არ მგონია, ილიამ ვოლკი დაამარცხოს“
შონ ომალის პროგნოზი: „არ მგონია, ილიამ ვოლკი დაამარცხოს“