ბარსელონა, დეკუ სოუზა
Aa
Aa

დეკუ: “ბარსა იბრძოლებს, წინ ბევრი მატჩია“

ლა ლიგის გასულ ტურში „ბარსელონამ“ „ჟირონას“ უმასპინძლა და 2:4 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, „ბლაუგრანას“ სპორტულმა დირექტორმა დეკუმ განაცხადა, რომ იმედს არ კარგავს და წინ კიდევ ბევრი მატჩია დარჩენილი.

დეკუ:

„უნდა ვიბრძოლოთ, ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. ლიგა საკმაოდ გრძელია და წინ კიდევ არაერთი მატჩია. მოგება გვინდოდა და ვერ მოვახერხეთ. სამწუხაროდ, პირდაპირ კონკურენტთან დავმარცხდით.

ახლა ფელიქსზე და კანსელუზე საუბრის დრო არ არის. თამაშებ უნდა მოვიგოთ და მხოლოდ ამაზე ვიფიქროთ. ჯერ დასრულებული არაფერია. პრობლემები გასულ სეზონშიც არსებობდა, მაგრამ ბარსა საბოლოოდ ჩემპიონი გახდა.“

სატურნირო მდგომარეობა

ამ მომენტისთვის, „ბარსელონას“ 34 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზე იმყოფება. „ატლეტიკოსაც“ ამავე რაოდენობის ქულები აქვს, თუმცა ბურთების უკეთესი შეფარდების გამო მესამე ადგილზე „როხიბლანკოა“. აღსანიშნავია, რომ სიმეონეს გუნდს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

მეორე ადგილს მადრიდის „რეალი“ იკავებს 39 ქულით, რომელმაც გასულ ტურში „ბეტისს“ ვერ მოუგო, ხოლო სატურნირო ცხრილის ლიდერი 41 ქულით „ჟირონაა“.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
Ball Boy-ს წერილი გაატანა | რა მითითება მისცა ჟოზემ რუი პატრისიუს
Ball Boy-ს წერილი გაატანა | რა მითითება მისცა ჟოზემ რუი პატრისიუს