ბარსელონა, ჩავი ერნანდესი, ჟირონა
Aa
Aa

ჩავი: “გაჩერებას არ ვაპირებთ, აუცილებლად ვიბრძოლებთ“

ლა ლიგის გასულ ტურში „ბარსელონამ“ „ჟირონას“ უმასპინძლა და 2:4 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, „ბლაუგრანას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა ჩავიმ?

„ახლა „ჟირონა“ 7 ქულით გვისწრებს და სრულიად დამსახურებულია. თანაბარი მატჩი იყო და ორივე გუნდი იმსახურებდა გამარჯვებას. ჩვენ, რომ მოგვეგო სამართლიანი იქნებოდა. დაცვაში შეცდომები გვქონდა. მესმის ეს დეტალებია, მაგრამ ამან შედეგზე გავლენა იქონია. გვქონდა შანსი, რომ დომინანტები ვყოფილიყავით, მაგრამ არ გამოგვივიდა. ისინი უფრო ეფექტურები იყვნენ.

დაცვაში უფრო ზუსტი თამაში გვჭირდებოდა. საერთო ჯამში გულშემატკივრებმა ისიამოვნეს, რადგან სანახაობრივი მატჩი იყო. „ჟირონას“ გამარჯვებას ვულოცავ, მათ ტიტულის მოგება შეუძლიათ. ვფიქრობ, უფრო მეტს ვიმსახურებდით, მაგრამ, როცა დაცვაში ასე თამაშობ წააგებ. ახლა „რეალი“ 5 ქულით გვისწრებს, „ჟირონა“ 7-ით, მაგრამ გაჩერებას არ ვაპირებთ და აუცილებლად ვიბრძოლებთ.“

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები