სანდრო ბაზაძე
Aa
Aa

ბაზაძის წარმატება | წელი რეიტინგის პირველ ნომრად დაასრულა

ქართველმა ხმლით მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ 2023 წელი რეიტინგის პირველი ნომრის სტატუსით დაასრულა. ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ რეიტინგი წლეულს ბოლოჯერ განაახლა და ბაზაძემ ლიდერობა შეინარჩუნა.

ქართველ მოფარიკავეს 284 ქულა აქვს და მეორეადგილოსან ელი დერშვიცს დიდი უპირატესობით, 111 ქულით უსწრებს. მესამე პოზიციაზე არონ შილაგი გახლავთ - 152 ქულა, მეოთხე და მეხუთე ადგილებს კი ზიად ელსისი და მატიას შაბო იყოფენ - 144-144 ქულა.

ცნობისთვის, ბაზაძე FIE-ს კონგრესზეც გამოარჩიეს და სანდრომ სეზონის საუკეთესო ხმლით მოფარიკავე კაცის ნომინაციაში გაიმარჯვა. ბაზაძე პირველი ქართველი მოფარიკავეა, რომელმაც აღნიშნული ჯილდო დაისაკუთრა. ამავე კონგრესზე, ცნობილი გახდა, რომ 2025 წელს, ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში გაიმართება.

გეტყვით იმასაც, რომ ბაზაძე ზედიზედ მეორე წელია, რეიტინგს ლიდერის პოზიციაზე ასრულებს. გასულ სეზონში, მას 303 ქულა ჰქონდა, 2021/22 წლების სეზონში კი 175 ქულით მეორე გახლდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პენალტის დანიშვნა შეეძლო - ბერგონცი კვარა-კამბიასოს ეპიზოდზე
პენალტის დანიშვნა შეეძლო - ბერგონცი კვარა-კამბიასოს ეპიზოდზე