Fichajes: „პრემიერ ლიგის სამი კლუბი, რომელიც მამარდას ყიდვას ეცდება“
Aa Aa
10 დეკემბერი 2023  |  19:33

Fichajes: „პრემიერ ლიგის სამი კლუბი, რომელიც მამარდას ყიდვას ეცდება“

უკვე მესამე სეზონია, რაც საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიის“ კარის დარაჯი, გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის ლა ლიგაში უმაღლეს დონეზე თამაშობს, რამაც მსოფლიოს არაერთი სახელოვანი კლუბის დაინტერესება გამოიწვია. ბოლო რამდენიმე თვეში, უცხოურ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციებს თუ დავუჯერებთ, ქართველი მეკარის შეძენით ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ისეთი გუნდები ინტერესდებოდნენ, როგორებიც არიან „მანჩესტერ იუნაიტედი“, ლონდონის „ჩელსი“, „ინტერი“ და სხვ.

მამარდაშვილის მიმართ ინტერესი არც სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ გამქრალა და ქართველი მეკარის ყიდვით ევროპის ტოპ 5 ლიგის არაერთი სახელოვანი კლუბია დაინტერესებული. ამასთან დაკავშირებით ცნობილი ესპანური გამოცემა, Fichajes-ის წერს და ინგლისის პრემიერ ლიგის გუნდების სახელებსაც ასახელებს.

რა წერია სტატიაში:

ქართველი მეკარე „ვალენსიაში“ კვლავ მაღალ დონეზე თამაშობს და როგორც ჩანს, უკვე გამოიკვეთა კლუბები, რომლებიც მზად არიან საკუთარი მიზნების განმტკიცების შესაძლებლობა. თავის მხრივ, „ვალენსია“ საკმაოდ დიდ ვალშია ჩაძირული, რის გამოც იძულებულია, რომ თავისი ვარსკვლავები ფინანსური მდგომარეობის შესამსუბუქებლად გაყიდოს. ამ ფინანსურ გაურკვევლობაში გამოსავლის საპოვნელად ერთ-ერთი მთავარი ვარიანტი გიორგი მამარდაშვილის გაყიდვაა.

22 წლის ქართველი მეკარე ბოლო სეზონებში „ვალენსიას“ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა გახდა. სამ ძელს შორის მისმა ნიჭმა და პოტენციალმა მრავალი გუნდის ინტერესი გამოიწვია, ახლა კი ყველაზე სერიოზულად მისი შეძენით პრემიერ ლიგის სამი გუნდი ინტერესდება - „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ნიუკასლი“ და „ტოტენჰემი“.

პრემიერ ლიგის სამივე კლუბი მომავალი სეზონის დაწყებამდე მეკარის პოზიციის გაძლიერებას ცდილობს და მამარდაშვილი პერსპექტიულ ვარიანტად გვევლინება. მისი სისწრაფე, რეფლექსები და ფეხით თამაშის უნარი ევროპულ ფეხბურთში ნათელი მომავლის მეკარედ აქცევს. ერთ-ერთი კლუბი, რომელიც ყველაზე დიდ ინტერესს იჩენს, „ნიუკასლია“, მაგრამ ამ დროისთვის, სხვა გუნდებთან შედარებით მას უპირატესობა არ აქვს.

„ვალენსიისთვის“ მამარდაშვილის გაყიდვამ შესაძლოა მნიშვნელოვანი შემოსავალი მოიტანოს, რაც ხელს შეუწყობს კლუბის არასტაბილური მდგომარეობის სტაბილიზაციას. თუმცა, ერთ-ერთი უდავო ვარსკვლავის დაკარგვა მძიმე დარტყმა იქნება როგორც გუნდისთვის, ისე გულშემატკივრებისთვის.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში“ 2021 წლის ზაფხულში გადავიდა. დღემდე, „ღამურების“ შემადგენლობაში მამარდაშვილმა 79 შეხვედრა ჩაატარა და 92 გოლი გაუშვა, კარის მშრალად შენახვა კი 23 მატჩში შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა ახლა მოჩვენებად არის ქცეული... ნაპოლის ერთი დიდი პრობლემა აქვს“
„კვარა ახლა მოჩვენებად არის ქცეული... ნაპოლის ერთი დიდი პრობლემა აქვს“