ბარსელონა, ატლეტიკო, მანჩესტერ სიტი, ჟოან ლაპორტა
Aa
Aa

ლაპორტა: “კანსელუს და ფელიქსის შენარჩუნება შეგვიძლია“

როგორც მოგეხსენებათ, ჟოაუ ფელიქსი და ჟოაუ კანსელუ „ბარსელონაში“ იჯარის წესით თამაშობენ. ორივე ფეხბურთელი „ბლაუგრანას“ იდეალურად მოერგო გულშემატკივრებს მათი დარჩენა სურთ.

ამ საკითხთან დაკავშირებით, კატალონიური გრანდის პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ესპანურ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

ლაპორტა:

„კანსელუ და ფელიქსი გადმოსვლის დღიდან უმაღლეს დონეზე თამაშობენ. ვფიქრობ, მათი შენარჩუნება შემდეგი სეზონებისთვის შესაძლებელი იქნება. უახლოეს მომავალში „ატლეტიკოსთან“ და „მანჩესტერ სიტისთან“ მოლაპარაკების დაწყებას ვაპირებთ. მიხარია, რომ ორივე გუნდთან კარგი ურთიერთობა გვაქვს.“

ცნობისთვის, ლა ლიგის გასულ ტურში „ბარსელონამ“ „ატლეტიკო“ ჟოაუ ფელიქსის ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა. პორტუგალიელმა შემტევმა გატანილი გოლი ემოციურად აღნიშნა.

ამ ფაქტის შემდეგ, „როხიბლანკოს“ გულშემატკივრებს მისი დაბრუნება აღარ ენდომებათ და ტრანსფერს რეალურს სწორედ ეს ხდის. რაც შეეხება კანსელუს, მას დიდი ხანია გუარდიოლასთან კონფლიქტი აქვს და „ბლაუგრანამდე“ „ბაიერნში“ იყო განათხოვრებული. ფაქტი კი ერთია - თუ ბარსა ტრანსფერებისთვის შესაბამის თანხას გამოყოფს, ორივე ფეხბურთელი ჩავის გუნდს ოფიციალურად შეუერთდება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იურიჩი საზონოვზე: მისთვის ყველაფერს დავთმობ, გიჟური მენტალიტეტი აქვს
იურიჩი საზონოვზე: მისთვის ყველაფერს დავთმობ, გიჟური მენტალიტეტი აქვს