Aa
Aa

"ლივერპულში" შესაძლო ტრანსფერზე კასილასმა პირველი კომენტარი გააკეთა

ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციით, იკერ კასილასმა შესაძლოა კარიერა "ლივერპულში" გააგრძელოს.

ესპანელმა გოლკიპერმა ამის შესახებ პირველი კომენტარი დღეს გააკეთა და საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

"არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ პრემიერლიგას დიდ პატივს ვცემ. „ლივერპული“ კი ძალიან დიდი ისტორიის მქონე გუნდია. ისინი მთელს ევროპაში დიდი პოპულარობით სარგებლობენ. თუმცა, ამ ეტაპზე ტრანსფერზე საუბარი ახლა სისულელედ მიმაჩნია. სეზონის ბოლომდე "პორტუში" ვრჩები და რა მოხდება მომავალში, ამაზე სეზონის ბოლოს ვისაუბროთ".

შეგახსენებთ, რომ "პორტუმ" სახელფასო ბიუჯეტის შემცირება გადაწყვიტა და გუნდიდან რამდენიმე მოთამაშის გაშვებას გეგმავს. 36 წლის კასილასი, რომელიც წლიურად 5 მილიონ ევროს იღებს, ტრანსფერზე დაყენების მთავარი კანდიდატია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები