„კალაძეს ადარებენ, ხასიათის სიმტკიცით გამოირჩევა“ - გოგლიჩიძე სერია A-ში?
Aa Aa
8 დეკემბერი 2023  |  13:01

„კალაძეს ადარებენ, ხასიათის სიმტკიცით გამოირჩევა“ - გოგლიჩიძე სერია A-ში?

ქუთაისის „ტორპედოსა“ და საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მცველის, საბა გოგლიჩიძის დამატებით რამდენიმე იტალიური გუნდი ინტერესდება.

ამის შესახებ ერთი კვირის წინაც დაიწერა. ამჯერად კი საბას მიმართ ინტერესი „ფროზინონემაც“ გამოიჩინა.

„ფროზინონეს სატრანსფერო ბაზრის ჰორიზონტზე ახალი სამიზნე გამოჩნდა. გუნდს ქუთაისის ტორპედოს იმედისმომცემ ცენტრალურ მცველს უკავშირებენ. საბა გოგლიჩიძე, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში თამაშობს.

მისი გამოყენება 3-მცველიან და 4-მცველიან სქემებშიც შესაძლებელია. მარჯვენა ფეხით თამაშობს, არის სწრაფი და ძლიერი მოთამაშე. ხასიათის სიმტკიცით გამოირჩევა. ფიზიკური და ტექნიკური თვისებებით მას ხშირად თავის თანამემამულეს და გაცილებით ცნობილ ქართველ ფეხბურთელს კახა კალაძეს ადარებენ. შედარების სისწორეს დრო გამოაჩენს, იქამდე კი გოგლიჩიძე კალაძის მსგავს კარიერაზე ოცნებობს და სურს მის კვალს გაჰყვეს.

ფროზინონეს 19 წლის ფეხბურთელის შეძენა სურს, თუმცა ისინი ერთადერთ იტალიურ კლუბს არ წარმოადგენენ. გოგლიჩიძით უდინეზეც ინტერესდება“.

- წერს frosinonenews-ი.

19 წლის საბა გოგლიჩიძე ქუთაისის „ტორპედოს“ აკადემიის აღზრდილია, მთავარ გუნდში დებიუტი კი 2021 წელს ჰქონდა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა დღემდე, „კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“ 30 შეხვედრა ჩაატარა, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასზე კი ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა მახრჩობელა სიტუაციიდან უნდა გავათავისუფლოთ“ - მაცარი იუვესთან მატჩის წინ
„კვარა მახრჩობელა სიტუაციიდან უნდა გავათავისუფლოთ“ - მაცარი იუვესთან მატჩის წინ