ვინ მიდის და ვინ რჩება? ყველაფერი გაირკვა
ზამთარში ლონდონის "არსენალში" ცვლილებებია მოსალოდნელი. არ წყდება საუბრები ალექსის სანჩესისა და მესუთ იოზილის შესაძლო ტრანსფერებთან დაკავშირებით.
დღეს, "მეთოფეთა" გერმანელმა გამთამაშებელმა განცხადება გააკეთა და ყველაფერს ნათელი მოჰფინა: "მე "არსენალში" ყოფნით ბედნიერი ვარ და მოედანზე ასი პროცენტით დავიხარჯები. ყველაზე მთავარი ფეხბურთია. ამ გუნდისთვის მაქსიმუმის გაღებას ვაპირებ. თუ, რა მოხდება მომავალში ამას ამჟამად მნიშვნელობა არ აქვს".
რაც შეეხება სანჩესის საკითხს, "არსენალმა" მისი ზამთარში გაყიდვა გადაწყვიტა და ამისთვის ისინი 30 მილიონი ფუნტის მიღებას გეგმავენ. რა თქმა უნდა, ჩილელი ფეხბურთელის სანაცვლოდ ეს თანხა ძალიან მიზურელი ჩანს, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ სანჩესის კონტრაქტს ვადა 2018 წლის ზაფხულში ეწურება და ის თავისუფალი აგენტი ხდება.
არსენ ვენგერი იძულებულია, რომ თავისი ლიდერი ტრანსფერზე დააყენოს. სანჩესის შეძენის მთავარ ფავორიტად "მანჩესტერ სიტი" და "პსჟ" სახელდებიან.