„რაღაც განსხვავებული უნდა აჩვენოს თორემ დამარცხდება“ | რა თქვა ვოლკმა ილიაზე
Aa Aa
7 დეკემბერი 2023  |  19:19

„რაღაც განსხვავებული უნდა აჩვენოს თორემ დამარცხდება“ | რა თქვა ვოლკმა ილიაზე

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მოქმედი ჩემპიონი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი ცნობილი ჟურნალისტის, არიელ ჰელვანის გადაცემის, The MMA Hour-ის სტუმარი იყო. „ვოლკმა“ მომდევნო მეტოქეზე, ილია თოფურიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ელ მატადორმა“ მასზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა.

„არის თუ არა თოფურიასთვის საჩემპიონო ბრძოლა ნაადრევი? ალბათ, კი. შეიძლება, ილია მართლა ისეთი მაგარია, როგორც თავად ამბობს და როგორც სხვები ამბობენ, მაგრამ ჯერ ეს არ დაუმტკიცებია. თოფურია კარგი მებრძოლია, მაგრამ ყველა ჩხუბში ერთსა და იმავე ილიას ვხედავთ. განსაკუთრებული და განსხვავებული არაფერი მინახავს, მაგრამ სავსებით შესაძლებელია, 17 თებერვალს ეს შეიცვალოს.

არ ვამბობ, რომ სატიტულო ბრძოლა დაუმსახურებლად მიიღო, მაგრამ ჩვენი ჩხუბისას რაღაც განსაკუთრებული უნდა აჩვენოს და დაგვარწმუნოს, რომ ელიტარულ დონეზეა. მის წინა ბრძოლებში ეს ნამდვილად არ მინახავს. თოფურია გამძლე, რთული და ფუნდამენტურ ასპექტებში მრავალმხრივი მეტოქეა, მაგრამ არიან მებრძოლები, რომელთა წინააღმდეგ გაცილებით მეტი გჭირდება და მე ერთ-ერთი ვარ.

ჭიდაობასა და გრეპლინგში ბევრად მეტი უნდა გააკეთოს, ვიდრე აქამდე გაუკეთებია. თუ მახრჩობელა ან მტკივნეული ილეთით დამაფინიშებს, მოხდება ის, რაც აქამდე არავის გაუკეთებია და მისგან სწორედ ამას ვითხოვ. რაღაც განსაკუთრებული უნდა აჩვენოს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს ვერც ერთ მის წინა ჩხუბში ვერ დავინახე. სტრაიკინგს რაც შეეხება, ძალიან ძლიერი და კარგად ნავარჯიშები ბიჭია, რომელმაც ფუნდამენტური ასპექტები შესანიშნავად იცის. თუმცა ჩემთან გასამარჯვებლად ბევრად მეტია საჭირო“.

„ელ მატადორისა“ და ალექსანდრ ვოლკანოვსკის საჩემპიონო ბრძოლა 2024 წლის 17  თებერვალს (თბილისის დროით, 18 თებერვალს), UFC 298-ზე გაიმართება. დენა უაითის ინფორმაციით, ღონისძიებას ანაჰაიმი უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ასევე დაგაინტერესებთ
„საზონოვი ძალიან კარგი ფეხბურთელია“ | ფროზინონეს სპორტული დირექტორი
„საზონოვი ძალიან კარგი ფეხბურთელია“ | ფროზინონეს სპორტული დირექტორი