„საზონოვი ძალიან კარგი ფეხბურთელია“ | ფროზინონეს სპორტული დირექტორი
Aa Aa
7 დეკემბერი 2023  |  18:01

„საზონოვი ძალიან კარგი ფეხბურთელია“ | ფროზინონეს სპორტული დირექტორი

„ფროზინონეს“ სპორტულმა დირექტორმა, გვიდო ანგელოციმ იტალიურ გაზეთს, La Stampa-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. ანგელოცის ერთ-ერთი შეკითხვა „ტორინოს“ ქართველი ფეხბურთელის, საბა საზონოვის შესახებ დაუსვეს და მან დაადასტურა, რომ მისი გაფორმება სურდა.

„ინტერესი საბა საზონოვის მიმართ? დიახ, მისი გაფორმება გვინდოდა, მაგრამ ტორინოს ტექნიკურმა დირექტორმა, დავიდე ვანატი გვაჯობა. პირადად მე, მიმაჩნია, რომ საზონოვი ძალიან კარგი ფეხბურთელია და ყველაფერი აქვს, რათა ადგილი დაიმკვიდროს“.

შეგახსენებთ, რომ საზონოვს მიმდინარე სეზონში მონაწილეობა მხოლოდ 3 შეხვედრაში აქვს მიღებული. საბამ მოედანზე ჯამში 129 წუთი გაატარა და „ლაციოსთან“, „ჰელას ვერონასთან“ და „ინტერთან“ ითამაშა. „გრანატას“ მომდევნო შეხვედრა 10 დეკემბერს ელის და სწორედ „ფროზინონეს“ დაუპირისპირდება.

ცნობისთვის, ქართველმა ფეხბურთელმა ტურინულ გუნდთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, „ტორინომ“ კი მის ყოფილ კლუბს, მოსკოვის „დინამოს“ ბონუსების ჩათვლით 3 მილიონი ევრო გადაუხადა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მისი სახელი ჭკუიდან გადამიყვანს“ | მაცარის კვარას მეტსახელი შეეშალა
„მისი სახელი ჭკუიდან გადამიყვანს“ | მაცარის კვარას მეტსახელი შეეშალა